საგნების არჩევის ინსტრუქცია
- ნანა უზნაძე
- Sep 9, 2016
- 2 min read
მოგეხსენებათ, საგნების არჩევა ის პროცესია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს სწავლის პერიოდში, რადგანაც სწორედ ამაზეა დამოკიდებული მთელი სემესტრის „ბედი“. რა თქმა უნდა, თითოეულ სტუდენტს სურს ყველა სასურველი ლექტორი აირჩიოს, თუმცა, აქ უფლებაში უპირატესია ის, ვინც დროში იქნება პირველი („Prior in tempore, potior in iure”).
მოცემული სტატიის მიზანია ახალწვეულებს წარმოდგენა შეგიქმნათ, თუ როგორ უნდა აირჩიოთ საგნები და გაგიადვილოთ ეს პროცესი.
მაშ, ასე …
1. შეიყვანეთ მონაცემები საიტზე sms.tsu.ge (ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ბაზების გახსნამდე საიტი შეიძლება გაითიშოს, ან თუ შესული ხართ, გამოგაგდოთ სისტემიდან, ამიტომაც არ გაგიკვირდეთ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ, დავუშვათ, ბაზა იხსნება 5 საათზე, რამდენიმე წუთით ადრე უკვე შეყვანილი გქონდეთ მონაცემები ველში და ზუსტად 5-ზე დააჭირეთ „შესვლას“, რადგანაც, თუ მანამდე იქნებით შესული, განვმეორდები, დიდი შანსია, სისტემიდან გამოგაგდოთ და დროს დაკარგავთ).

2. შესვლისთანავე უნდა გადახვიდეთ ინდივიდუალურ ცხრილში

3. ინიდივიდუალურ ცხრილში დაგხვდებათ მსგავსი ფანჯარა (ახლა შეიძლება არ გიჩვენებდეთ, მაგრამ საგნების არჩევისას გამოჩნდება). უზრუნველყავით, რომ თქვენც ანალოგიურად გქონდეთ მითითებული ყველაფერი (სპეციალობაში მიუთითეთ სამართალი და არა „ყველა“, რადგანაც ამ უკანასკნელის მითითებისას ბევრად მეტ საგანს ამოგიგდებთ და ძებნაში დროს დაკარგავთ), ასევე, აუცილებლად უნდა გქონდეთ მონიშნული „გამოცხადებული საგნები“.

4. მას შემდეგ, რაც დააჭერთ „ძიებას“, ჩამოგიშლით საგანთა ჩამონათვალს. სიაში მოძებნით სასურველ საგანს და აჭერთ „არჩევა“-ს.

5. ამის შემდეგ უკვე გაგიხსნით ლექტორთა ჩამონათვალს, აირჩევთ სასურველ პედაგოგს და აჭერთ „შენახვას“ ( თუკი, დავუშვათ, საგანში სულ 5 პედაგოგია, ხოლო როცა თქვენ ასარჩევად ჩამოშლით, 3 დაგხვდათ, ნუ დაელოდებით სხვების დამატებას და ნუ დაიბნევით, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ 2 ლექტორთან ადგილები უკვე შეივსო, ამიტომაც დარჩენილიდან უნდა აირჩიოთ რომელიმე).

6. ვიმეორებთ იმავეს თითოეული საგნის არჩევის დროს.
ტექნიკური რჩევები :
1. საგნების მოძებნა უფრო გაგიადვილდებათ, თუ წინასწარ ამოიწერთ მათს ნომრებს, მას შემდეგ, რაც ახალი სილაბუსები განთავსდება sms.tsu.ge-ზე (ახალი სილაბუსები ლექტორების ცხრილის გამოქვეყნების შემდეგ დაიდება). ამისათვის კი შევდივართ „სტუდენტის ანკეტაში“ და გადავდივართ „საგნის სილაბუსებზე“.

ამის შემდეგ გიჩვენებთ საგანთა ჩამონათვალს და შეძლებთ მოძებნოთ თქვენთვის სასურველი საგნის ნუმერაცია და უშუალოდ არჩევის დროს მარტივად იპოვოთ იგი

2. შეგიძლიათ რამდენიმე კომპიუტერი გამოიყენოთ და ისე აირჩიოთ საგნები, მაგალითად, ასწავლოთ არჩევის პროცედურა თქვენს მეგობრებს და თითომ-თითო ან რამდენიმე საგანი აირჩიოს (ეს უფრო დიდი შესაძლებლობაა ყველა სასურველი ლექტორი აირჩიოთ, თუმცა, თუ მარტო იმუშავებთ, არც ესაა პრობლემა).
3. თუკი რომელიმე ლექტორთან ადგილები სწრაფად შეივსო, გამუდმებით დააჭირეთ განახლების ღილაკს („refresh”) და როგორც კი ადგილი გათავისუფლდება, მაშინვე აირჩიეთ.
4. ყველაზე დიდი უპირატესობაა, როდესაც კარგი ინტერნეტი გაქვთ !
სულ ესაა. სემინარების არჩევა უკვე აღარ გაგიჭირდებათ, თუმცა, ერთ რამეზე აქაც მიგითითებდით : ძალიან ყურადღებით უნდა აირჩიოთ სემინარის ხელმძღვანელები, რადგანაც ხშირია შემთხვევები, როდესაც ლექტორები შემთხვევით გადაერჩევათ ხოლმე და ამით სხვები სარგებლობენ. ასე შეიძლება სასურველ ლექტორთან ადგილი დაკარგოთ და თქვენ ნაცვლად სხვამ აირჩიოს, ასე რომ, ყურადღებით.
მთავარია, არ დაიბნეთ და მობილიზდეთ. წარმატებებს გისურვებთ !
Comments