top of page

YOU ARE LEADER


ინოვაციური განათლების ცენტრის (IEC) ორგანიზებით და ახალი თაობის აკადემიის (NGA) თანადაფინანსებით კვლავ კეთდება ერთხელ უკვე წარმატებით განხორციელებული პროექტი ,,YOU ARE LEADER'', რომელიც მოიცავს იმიტირებული სასამართლო პროცესის გამართვას: ► საქართველოს უზენაეს სასამართლოში ► თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე ექსკურსია-ვიზიტებს: ► თბილისის პარლამენტში ► პრეზიდენტის რეზიდენციაში ► აღსრულების ეროვნულ ბიუროში ► საქართველოს უზენაეს სასამართლოში ► თბილისის სააპელაციო სასამართლოში რაც გულისხმობს შენობის დათვალიერებას, მათი ისტორიის, სტრუქტურის და სამუშაო პროცესის გაცნობას. გელოდებათ ასევე სურპრიზები. იმიტირებული სასამართლო პროცესის გამართვამდე სტუდენტებს ჩაუტარდებათ 3 ტრეინინგი სისხლის სამართლის პროცესში, რადგან მარტივად შეძლონ ადვოკატის, პროკურორის და სხვადასხვა ამპლუის მორგება. იმიტირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საზეიმო ვითარებაში პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი პროექტ ,,YOU ARE LEADER"- ის და დამატებით სერთიფიკატი მათ, ვინც ადვოკატის, პროკურორის ან სხვა ამპლუით მოგვევლინება. ასევე სურვილისამებრ ქალაქგარეთ პოზიტიურ გარემოში მოეწყობა ექსკურსია. პროექტი ,,YOU ARE LEADER" გაიხსნება 19 თებერვალს პრეზენტაციით, სადაც ყველა მონაწილეს გადაეცემა ინოვაციური განათლების ცენტრის ბეიჯები. აღნიშნული პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 40 ლარს, რომელიც მოიცავს პროექტის ყველა ხარჯს. იმიტირებული პროცესები საქართველოს უზენაეს და თბილისის საქალაქო სასამართლოებში გაიმართება 4-5 მარტს, შაბათ-კვირას; საკონტაქტო ნომერი 568697955. მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია.


უნივერსიტეტი

ავტორები

bottom of page