top of page

სტუდენტური მრგვალი მაგიდა კერძო სამართალში


იწყება განაცხადების მიღება სტუდენტურ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობისათვის, რომელიც მიეძღვნება მატერიალური და საპროცესო სამართლის აქტუალურ პრობლემებს კერძო სამართლის სფეროში. ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებსაც სურთ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა, დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურში, 2017 წლის 13 იანვრის ჩათვლით. მრგვალი მაგიდა ჩატარდება 2017 წლის თებერვალში. დაზუსტებული თარიღი მონაწილეებს ეცნობებათ დამატებით. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი მრგვალი მაგიდისთვის თემატიკის შერჩევასთან დაკავშირებით, კონსულტაციისათვის მიმართეთ შესაბამისი მიმართულების სამეცნიერო პერსონალს. საკონტაქტო პირი: ასისტ. გიორგი ამირანაშვილი მის.: ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახური (თსუ II კორპუსი, ოთახი №121) ელფოსტა: lawconference@tsu.ge


უნივერსიტეტი

ავტორები

bottom of page