top of page

,,STUDENT PROGRESS’’


ინოვაციური განათლების ცენტრის (IEC) ორგანიზებით და ახალი თაობის აკადემიის (NGA) თანადაფინანსებით კვლავ კეთდება ერთხელ უკვე წარმატებით განხორციელებული პროექტი ,,STUDENT PROGRESS’’

, რომელიც მოიცავს იმიტირებული სასამართლო პროცესის გამართვას საქართველოს უზენაეს და საქალაქო სასამართლოებში, ასევე ექსკურსია-ვიზიტს

  • თბილისის პარლამენტში

  • უზენაეს სასამართლოში

  • სააპელაციო სასამართლოში

რაც გულისხმობს შენობის დათვალიერებას, მათი ისტორიის, სტრუქტურის და სამუშაო პროცესის გაცნობას. იმიტირებული პროცესის გამართვამდე სტუდენტებს ჩაუტარდებათ 3 ტრენინგი სისხლის სამართლის პროცესში, რადგან მარტივად შეძლონ ადვოკატის, პროკურორის და სხვადასხვა ამპლუის მორგება. იმიტირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საზეიმო ვითარებაში პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი პროექტ ,,STUDENT PROGRESS’’- ის და დამატებით სერთიფიკატი მათ, ვინც ადვოკატის, პროკურორის ან სხვა ამპლუით მოგვევლინება. პროექტი დასრულდება ქალაქგარეთ პოზიტიურ გარემოში ექსკურსიის მოწყობით. პროექტი ,,STUDENT PROGRESS’’ გაიხსნება 16 ოქტომბერს პრეზენტაციით, სადაც ყველა მონაწილეს გელით სურპრიზები. აღნიშნული პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 40 ლარს, რომელიც მოიცავს ყველა ხარჯს, როგორც პროექტის, ისე ექსკურსიის. იმიტირებული პროცესები საქართველოს უზენაეს და საქალაქო სასამართლოებში გაიმართება 29-30 ოქტომბერს, შაბათ-კვირას; საკონტაქტო ნომერი 568697955. მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ მითითებული აპლიკაცია.


უნივერსიტეტი

ავტორები

bottom of page