top of page

საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2016


“საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი”, 26 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით გთავაზობთ საქართველოს პარლამენტის მოდელირების შემოდგომის სესიას 15-23 წლამდე ახალგაზრდებისათვის.

➤ პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, გაეცნობიან საქართველოს პარლამენტის მუშაობის სპეციფიკას. აღნიშნული პროექტი უნიკალურია, რადგან მონაწილეები მომავალ ლიდერებად ჩამოყალიბდებიან და მომავალში საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარადგენენ საკუთარ ქვეყანას.

➤ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გახდნენ მოვლენათა მონაწილენი და თავად გადაწყვიტონ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები. საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მოდელირებაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და სურთ საკუთარი შეხედულებები კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით გაუზიარონ თანატოლებს.

დელეგატები იმუშავებენ შემდეგ კომიტეტებში: ➤ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ➤ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი ➤ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ➤ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ➤ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ➤ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ➤ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ➤ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. გარდა აკადემიური ასპექტებისა, აღნიშნული პროექტი საშუალებას აძლევს მონაწილეებს შეიძინონ ახალი მეგობრები/თანამოაზრეები და მათთან ერთად განივითარონ გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები, მათ შორის არაფორმალურ გარემოში.

26 და 27 ნოემბერი დაეთმობა საკომიტეტო მუშაობებს, ხოლო 28 ნოემბერს გაიმართება პლენარული სხდომა.

“საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი” უზრუნველყოფს მონაწილეებს სამჯერადი კვებით, საკანცელარიო ნივთებითა და ყველა იმ საჭირო ატრიბუტით, რაც აუცილებელია სრულფასოვანი მოდელირების ჩატარებისთვის.

➤ ყველა მონაწილეს გადაეცემა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი ორენოვანი(ქართული და ინგლისური) სერტიფიკატები.

➤ სესიის მრავალრიცხოვანი პარტნიორებისგან დასაჩუქრდებიან გამორჩეული მონაწილეები, მათ შორის მნიშვნელოვანი ფასიანი პრიზებით.

➤ მოდელირებაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 40 ლარს.

➤ იხილეთ პროექტის ივენთი.

➤ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ☏ 595150055- ქეთა თურმანიძე


უნივერსიტეტი

ავტორები

bottom of page